ანტონიო რუდიგერი
Aa
Aa

„ეს ეპიზოდი პოლიციას უნდა განეხილა და არა მსაჯებს“ - ესპანელი ჟურნალისტი რუდიგერზე

ჟურნალისტმა დავიდ სანჩესმა კომენტარი გააკეთა ანტონიო რუდიგერისა და დიეგო რიკოს მონაწილეობით მომხდარ ეპიზოდზე, რომელიც „რეალისა“ და „ხეტაფეს“ მატჩში (0:1) დაფიქსირდა.

შეხვედრის 26-ე წუთზე „ხეტაფეს“ მცველი რიკო ფლანგზე ბურთით გადაადგილდებოდა და არდა გიულერთან ბრძოლისას დაეცა. რუდიგერმა, რომელიც ეპიზოდში მოგვიანებით ჩაერთო, ვარდნისას მეტოქეს მარცხენა მუხლი ჯერ მხარში, შემდეგ კი ყბაში ჩაარტყა. რიკომ სახეზე ხელი მოიკიდა და შეხვედრა შეჩერდა. არბიტრმა ალეხანდრო მუნისმა მოედანზე ექიმებს უხმო, თუმცა წესების დარღვევა არ დააფიქსირა.

„ჩემი აზრით, რუდიგერი მოიქცა როგორც ცუდი ადამიანი და ცუდი კოლეგა. მეჩვენება, რომ ეს იყო აბსოლუტურად ბოროტი განზრახვით ჩადენილი ქმედება. მას მისი დარტყმა უნდოდა. მას შეეძლო ჯანმრთელობისთვის სერიოზული ზიანი მიეყენებინა.

ჩემთვის ეს არის ეპიზოდი, რომელიც პოლიციის განყოფილებაში უნდა განიხილებოდეს და არა მსაჯთა ტექნიკურ კომიტეტში (CTA)“,

– განაცხადა სანჩესმა El Partidazo de COPE-ის ეთერში.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები