ჩელსი, პსჟ, უსმან დემბელე
Aa
Aa

დემბელე ჩელსისთან ითამაშებს? ბოლო ინფორმაცია მის ჯანმრთელობაზე

ჩემპიონთა ლიგის პლეი-აუტში პარი სენ ჟერმენის სუპერვარსკვლავმა უსმან დემბელემ ტრავმა მიიღო და მისი ლონდონის ჩელსისთან თამაში კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა.

როგორც L’Equipe-ის ჟურნალისტმა ლოიკ ტანზიმ გადაცემაში L’Equipe de Greg აღნიშნა, დემბელე შესაძლოა პარიზელთა განაცხადში ჯერ კიდევ მონაკოსთან გასამართი მატჩისთვის დაბრუნდეს. უსმანი სათამაშო პრაქტიკის მიღებას შეძლებს და ჩელსისთან თამაშისთვის მზად იქნება.

ჯერჯერობით საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის, თუმცა მოსალოდნელია, რომ დემბელე გუნდის განაცხადში იქნება.

ახლა უნდა გაირკვეს, წავა თუ არა ლუის ენრიკე რისკზე ფეხბურთელთან დაკავშირებით, რომელმაც ამ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ტრავმის გამო უკვე ორჯერ განიცადა პრობლემები — 4 ნოემბერს „ბაიერნთან“ და 17 თებერვალს „მონაკოსთან“.

ტრავმებით დატვირთული სეზონის ფონზე უსმან დემბელემ 2025/2026 წლების სეზონში უკვე 14 მატჩი გამოტოვა.

ცნობისთვის, ჩელსისა და პარი სენ ჟერმენის პირველი მატჩი პარიზში გაიმართება. აღნიშნული დაპირისპირება 11 მარტით თარიღდება და თბილისის დროით 23:55-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები