კილიან მბაპე, ტიბო კურტუა, როდრიგო გოეში, ედერ მილიტაო
Aa
Aa

ჯვარედინი იოგების გაწყვეტის 7 შემთხვევა - რა ხდება? რეალი შიდა გამოძიებას იწყებს

„რეალი“ იკვლევს, ხომ არ დგას მისი მოთამაშეების ბოლო წლების მძიმე ტრავმების მიღმა უფრო მეტი, ვიდრე უბრალო შემთხვევითობა.

El Mundo აღნიშნავს, რომ 2023 წლის აგვისტოდან მოყოლებული, გუნდში ჯვარედინი იოგების გაწყვეტის შვიდი შემთხვევა დაფიქსირდა: ტიბო კურტუას, ედერ მილიტაოს (ორჯერ), დანი კარვახალის, ხოან მარტინესის, დავიდ ალაბასა და როდრიგოს შემთხვევაში.

აღსანიშნავია, რომ ყველა ეს შემთხვევა ან „სანტიაგო ბერნაბეუზე“, ან კლუბის ბაზაზე მოხდა. ამასთან დაკავშირებით ხელმძღვანელობამ გამოძიება დაიწყო. „რეალს“ სურს გაარკვიოს, არსებობს თუ არა აქ რაიმე სახის კავშირი ან კანონზომიერება.

ასევე, ამჟამად დიდი ყურადღება ეთმობა სამედიცინო შტაბის მუშაობასა და ფეხბურთელების ფიზიკურ მომზადებას.

ამჟამად „სამეფო კლუბი“ რთულ მდგომარეობაშია. „ლა ლიგის“ მომდევნო ტურის წინ (სტუმრად სელტასთან), არბელოა შემდეგი მოთამაშეებს ვერ გამოიყენებს: ბელინგემი, კარერასი, ჩუამენი, მილიტაო, მბაპე, ასენსიო, სებალიოსი, ჰუისენი და როდრიგო. მასტანტუონო კი დისკვალიფიკაციის გამო არ იქნება.

აქვე ბოლოს გეტყვით, რომ ავტორიტეტული გამოცემა New York Times როდრიგოსთან დაკავშირებით საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს. ვიგებთ, რომ თურმე რეალის 11 ნომერი 2023 წლიდან დაზიანებული ჯვარედინი მყესებით თამაშობდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები