მერაბ დვალიშვილი
Aa
Aa

50 სუფთა დოპინგტესტი - მერაბ დვალიშვილის მორიგი აღიარება

UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონმა, მერაბ დვალიშვილმა 50 სუფთად ჩაბარებული დოპინგ-ტესტისთვის პრომოუშენისგან სპეციალური ქურთუკი მიიღო. ქურთუკი „მანქანას“ UFC-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეფ ნოვიცკიმ გადასცა.

მედია დღის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე დვალიშვილმა ამ მიღწევაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს მისი ერთ-ერთი ოცნება იყო.

„ამაყი ვარ. ამ ქურთუკის მიღება მინდოდა და ახლა უკვე აქ მაქვს. ეს ჩემი ერთ-ერთი ოცნება იყო. ყველაზე უცნაური ადგილი, სადაც UFC-ის დოპინგ-ოფიცრები მოსულან? ვფიქრობ, ეს პირველ ჯერზე მოხდა, 2019 წელს, როცა ისინი საქართველოში ჩამოვიდნენ. რესტორანში ვიყავი და საპირფარეშოში წასვლა მოგვიწია. შემდეგ იყო კალიფორნია, სხვა შტატები...

მახსოვს ერთ-ერთი უახლოესი შემოწმება. ახალი დოპინგ-ოფიცირები იყო მოვიდა სავარჯიშო დარბაზში. მე კი ვუთხარი, რომ ახლა, ვარჯიშის მერე უკვე ოფლიანი ვიყავი და ტესტს ვერ ჩავაბარებდი, ამიტომ წყლის დალევა დამჭირდებოდა, ეს კი გარკვეულ დროს წაიღებდა. შემდეგ ჯერზე ის დილით ადრე მოვიდა და გამაღვიძა. გავბრაზდი და ვუთხარი, - კარგი, შემდეგ ჯერზე დარბაზში მოდი და დიდხანს არ გალოდინებ“.

შეგახსენებთ, რომ მომდევნო ბრძოლას დვალიშვილი 5 ოქტომბერს გამართავს. მისი მეტოქე ამერიკელი კორი სენდჰეგენი იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„UFC ასე უნდა მოიქცეს“ - პორიე ილიას მომდევნო მეტოქეზე
„UFC ასე უნდა მოიქცეს“ - პორიე ილიას მომდევნო მეტოქეზე