„მასთან ჩხუბი ძალიან მინდა“ - დვალიშვილმა იანზე ილაპარაკა
UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონმა, მერაბ დვალიშვილმა განაცხადა, რომ პიოტრ იანთან რევანში სურს.
ქართველი „მანქანას“ თქმით, რუსი მებრძოლი სატიტულო შანსს იმსახურებს.
„მას ზედიზედ სამი გამარჯვება აქვს და დაამარცხა ბევრი საინტერესო მებრძოლი, როგორებიც არიან ფიგერედო, სონგ იადონგი და მაკგი. ის იმსახურებს სატიტულო ჩხუბს. წინა ბრძოლებში მან თავი ძალიან კარგად გამოიჩინა და პრინციპში, ადრეც ტოპ მებრძოლი იყო. თუ მე კორის დავამარცხებ, მასთან ჩხუბი მინდა. იანთან დაპირისპირება მარტივი არ იქნება. ის კარგი დამრტყმელია, აქვს შესანიშნავი დაცვა თეიქდაუნებისგან და მისი საბრძოლო ინტელექტი ძალიან მაღალია. ძალიან მინდა, რომ მასთან ვიჩხუბო და ფანებისთვის შოუ მოვაწყო“, – განაცხადა დვალიშვილმა UFC Eurasia-ს YouTube-არხთან ინტერვიუში.
შეგახსენებთ, რომ პიოტრ იანმა ბოლო ბრძოლა 26 ივლისს, აბუ-დაბიში გამართა და მარკუს მაკგი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა.
რუსი მებრძოლი სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის მესამე ნომერია და მხოლოდ ჩემპიონ მერაბ დვალიშვილს, შონ ომალისა და უმარ ნურმაგომედოვს ჩამორჩება.
რაც შეეხება მერაბს, „მანქანამ“ UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამარი 8 ივნისს, შონ ომალის წინააღმდეგ დაიცვა.
გეტყვით ასეე, რომ „მანქანა“ საქართველოს დროით, კვირას გამთენიისას, ტიტულის დაცვას კორი სენდჰეგენის წინააღმდეგ ეცდება.