კანავარო უზბეკეთის ნაკრებს ჩაიბარებს | რომანო
იტალიის ნაკრების ლეგენდარულმა მცველმა, ფაბიო კანავარომ, უზბეკეთის ნაკრების ჩაბარებაზე ზეპირი თანხმობა განაცხადა.
მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ უზბეკეთის ფეხბურთის ასოციაციამ, მას ეროვნული ნაკრების თავკაცობა ოფიციალურად შესთავაზა.
„მხარეებმა კონტრაქტის პირობებზე შეთანხმებას მიაღწიეს და ოფიციალური დოკუმენტების ხელმოწერა უახლოეს 24-48 საათშია მოსალოდნელი,“ – დაწერა ცნობილმა ინსაიდერმა, ფაბრიციო რომანომ.
შეგახსენებთ, რომ იტალიელი მწვრთნელის ბოლო სამუშაო ადგილი ზაგრების „დინამო“ იყო
გეტყვით ასევე, რომ კანავარო, რომელსაც უამრავ სხვა ჯილდოსთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატი და „ოქროს ბურთი“ აქვს მოგებული, „ინტერის“ ღირსებას 2002-2004 წლებში იცავდა.