კამარ ბოლდუინი
Aa
Aa

ბოლდუინის 9 ქულა - ბაიერნმა ევროლიგაზე ცრვენა ზვეზდას მოუგო

ევროლიგის მეორე ტურში კამარ ბოლდუინის „ბაიერნმა“ „ცრვენა ზვეზდას “ უმასპინძლა და 97:88 გაიმარჯვა.

საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა პარკეტზე 14:10 წუთი გაატარა, მისი მონაგარი კი 9 ქულა და 4 შედეგიანი გადაცემა გახლდათ. ბოლდუინმა 5-დან 2 ორქულიანი გააცუდა, 3 სამქულიანიდან კი მხოლოდ 1 ჩააგდო.

 

სტუმართა რიგებში ყველაზე მეტი ქულა ორმაგი დუბლი ჯორდან ნვორამ მიითვალა (27 ქულა, 5 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა), ხოლო მატჩის MVP „ბაიერნის“ მცველი ანდრეას ობსტი გახდა (31 ქულა, 3 მოხსნა).

ევროლიგის მომდევნო ტურში „ბაიერნი“ 10 ოქტომერს შინ „ჟალგირისს“ მიიღებს, მანამდე კი 5 ოქტომბერს ბუნდესლიგაში „ჰამბურგს“ შეხვდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მათე ხატიაშვილი ევროლიგაზე ბასკონიას განაცხადში მოხვდა
მათე ხატიაშვილი ევროლიგაზე ბასკონიას განაცხადში მოხვდა