„საქართველოა მიზეზი, რატომაც ბრძოლა დავიწყე “ - დვალიშვილის პრესკონფერენცია
მერაბ დვალიშვილისა და კორი სენდჰეგენის დაპირისპირებამდე 1 დღე რჩება. მებრძოლებმა მნიშვნელოვანი დღის წინ, ფეისოფი და პრესკონფერენცია გამართეს.
Merab Dvalishvili and Cory Sandhagen square off as opponents for the first time ahead of their #UFC320 title fight. ???? pic.twitter.com/RVjDYQXfy8
— MMA Junkie (@MMAJunkie) October 3, 2025
რა თქვა მერაბმა:
„მზად ვარ, რომ დაგანოკაუტო. პრობლემებს ვერავინ მიქმნის თუნდაც სტრაიკინგში. თქვენ იცით, მე ვეჩხუბე პიოტრ იანს, ჟოზე ალდოს, შონ ომალის ორჯერ ვეჩხუბე. ვერავინ ვერაფერი გააკეთა. მე ოქრო ვარ, ჩემპიონი და ამას კიდევ ერთხელ დავამტკიცებ“.
„კორი, მოკეტე, ძმაო. შენი **ერების ფოტოებს ონლი ფანსზე ყიდი. როგორ ბედავ ჩემთან საუბარს? როგორ მელაპარაკები? ეს ფოტოები ვნახე და ძალიან პატარა **ერები გაქვს, მე ქართული **ერები მაქვს''.
„ბევრი რეკორდი მაქვს დასამხობი. და მომავალი ბრძოლა ამისთვის შესანიშნავი შესაძლებლობაა. ვოლკანოვსკისთან ბრძოლა მეორე ქამრისთვის? მე არ ვდგავარ ერთ ადგილას, ვმოძრაობ. მაგრამ, იცით, ვოლკანოვსკი დიდი მებრძოლია. ამჟამად კონცენტრირებული ვარ იმაზე, რომ ჩემი ქამარი დავიცვა“.
„ჩემს წონით კატეგორიაში ბევრი კონტენდერია და აქ იმისთვის ვარ, რომ ჩემი ქამარი დავიცვა. ეს მხოლოდ დასაწყისია. უკეთესი ვხდები და განვაგრძობ ვარჯიშს. აქ მოხვედრა რთული იყო, მაგრამ ახლა აქ ყოფნა და ჩემი ქამრის დაცვა მარტივია, რადგან უფრო ძლიერი და გამოცდილი ვხდები“.
„ჩემი გეგმაა, კიდევ 16 წელი ვიჩხუბო, სანამ 50 წლის არ გავხდები. შესაძლოა, 45 წლის ასაკში ჩემპიონი აღარ ვიყო, მაგრამ კვლავ ვიბრძოდე. ბევრ რეკორდს დავამყარებ და ბევრ კარგ ბრძოლას ჩავატარებ. მშიერი ვარ და მინდა, რომ ბრძოლა გავაგრძელო''.
„მადლობა საქართველოს, მადლობა ქართველ ხალხს. საქართველოა მიზეზი, რატომაც ბრძოლა დავიწყე. მინდოდა, რომ ჩემი ქვეყნის ერთი წარმომადგენელი ვყოფილიყავი და მადლობა ქართველ ხალხს, რომ მაძლევს ძალას. მიყვარხართ“.
შეგახსენებთ, რომ დვალიშვილისა და სენდჰეგენის ორთაბრძოლა UFC 320-ის თანამთავარი მოვლენაა. მთავარ მოვლენაში ერთმანეთს მაგომედ ანკალაევი და ალექს პერეირა დაუპირისპირდებიან.