მერაბი შეაშინეს | დვალიშვილი საშინელებათა სახლში მივიდა
მერაბ დვალიშვილი სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამარს კორი სენდჰეგენის წინააღმდეგ დაიცავს. ორთაბრძოლა კვირას გაიმართება, მანამდე კი „მანქანას“ კიდევ ერთი გამოცდის ჩაბარება მოუწია.
დვალიშვილი საშინელებათა სახლს ესტუმრა და მის გულისცემას დააკვირდნენ. მერაბი საკუთარი კარდიოთია სახელგანთქმული და ორთაბრძოლებისას გული სწრაფად იშვიათად უცემს ხოლმე. „მანქანას“ გულისცემის გამზომი ხელსაწყო დაუმაგრეს და მისი სტუმრობის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელებში გამოაქვეყნეს.
მერაბს შეეშინდა, მაგრამ ისე არა, რომ გულისცემა ძალიან გახშირებოდა. სამაგიეროდ, ვიდეოში ქართულ სიტყვებს მოისმენთ, რომლებსაც სტატიაში ნამდვილად ვერ გავიმეორებთ.
შეგახსენებთ, რომ დვალიშვილისა და სენდჰეგენის ორთაბრძოლა UFC 320-ის თანამთავარი მოვლენაა. მთავარ მოვლენაში ერთმანეთს მაგომედ ანკალაევი და ალექს პერეირა დაუპირისპირდებიან.