ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

Tribuna: კვარაცხელია ტრავმის გამო 10 დღე ვერ ითამაშებს

პარი სენ ჟერმენი ხვიჩა კვარაცხელიას გარეშე მინიმუმ 10 დღით დარჩება. მას შემდეგ, რაც ქართველმა ფორვარდმა „ოსერთან" მატჩის დროს ბარძაყის ტრავმა მიიღო, მისი დაბრუნების ვადები უცნობი იყო, თუმცა დღეს ზემოხსენებული ინფორმაცია Tribuna-მ გაავრცელა, რომელიც ფრანგ ჟურნალისტ ბრუნო სალომონს ეყრდნობა.

წყაროს ცნობით, კვარაცხელია დღევანდელ ვარჯიშში მონაწილეობას არ მიიღებს, რაც ავტომატურად გამორიცხავს მის თამაშს კვირას „ლილის" წინააღმდეგ.

როგორც მოგეხსენებათ, დღეს ვილი სანიოლმა ეროვნული ნაკრების შემადგენლობა დაასახელა, რომელშიც ხვიჩაც იმყოფება. ბუნებრივია კვარაცხელიას ტრავმა კითხვებს ბადებს - რამდენად იქნება მზად ესპანეთთან 11 ოქტომბერს გასამართი შეხვედრისთვის?

ჯერჯერობით ზემოხსენებული ინფორმაცია პარიზულ კლუბს ოფიციალურად არ დაუდასტურებია., თუმცა ფრანგული გამოცემები ამის შესახებ უკვე საუბრობენ. Crystalsport-ი ყველა განახლებულ ინფორმაციას მაქსიმალურად სწრაფად შემოგთავაზებთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები