წონა ჩაბარებულია | დვალიშვილი სენდჰეგენზე 200 გრამით მძიმეა
მერაბ დვალიშვილი UFC-ის სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამარს UFC 320-ზე დაიცავს. „მანქანა“ კორი სენდჰეგენს დაუპირისპირდება და მათი ჩხუბი ღონისძიების თანამთავარი მოვლენა იქნება. მთავარ მოვლენაში ერთმანეთს მაგომედ ანკალაევი და ალექს პერეირა შეხვდებიან.
ტრადიციულად, ღონისძიების წინა პარასკევს აწონვების ცერემონია გაიმართა. ასაწონად პირველად კორი სენდჰეგენი გავიდა, რომელმაც 61 კილოგრამი დააფიქსირა. „სენდმენის“ შემდეგ წონა პერეირამ და ანკალაევმა ჩააბარეს (92.7კგ), მეოთხე კი დვალიშვილი ვიხილეთ.
მერაბი სენდჰეგენზე ოდნავ მძიმეა. დვალიშვილმა 61.2 კილოგრამი დააფიქსირა. ამრიგად, ღონისძიების მთავარი მოვლენა და თანამთავარი მოვლენა ოფიციალურია და კვირას დილით დვალიშვილს ოქტაგონში ვიხილავთ.
???? THE #UFC320 CO-MAIN EVENT IS OFFICIAL!
— Championship Rounds (@ChampRDS) October 3, 2025
⚖️ Merab Dvalishvili - 135 lbs
⚖️ Cory Sandhagen - 134.5 lbs pic.twitter.com/u0bX52Al7g
შეგახსენებთ, რომ დვალიშვილს კარიერში 24 ბრძოლა აქვს გამართული და 20-ში იმარჯვა. სენდჰეგენის ანგარიშზე 23 ჩხუბში მოპოვებული 18 გამარჯვებაა.