დღე, როცა მერაბ დვალიშვილმა „დრეიკის წყევლა“ გააცოცხლა
ცნობილი რეპერის დრეიკის 2022 წლის მოგებათა სერია UFC 320-ზე მერაბ დვალიშვილმა შეწყვიტა.
კანადელი რეპერი ცნობილია თავისი აზარტულობით და ფსონებს ხშირად ათავსებს. ის UFC-ის დიდ ბრძოლებზე უზარმაზარ თანხებს დებს, და მისი არჩევანი ხშირად არასწორია ხოლმე, რაც საფუძვლად დაედო დრეიკის „წყევლის“ შექმნას.
2022 წელს, 38 წლის რეპერისთვის ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვალა, რადგან მან მოგებები დააგროვა მას შემდეგ, რაც წარმატებით დადო ფსონი ისრაელ ადესანიას გამარჯვებაზე ჯარედ კანონიერის წინააღმდეგ UFC 276-ზე. ამან მას 1 მილიონი დოლარი მოუტანა, რის შემდეგაც კიდევ უფრო წარმატებული ფსონი გააკეთა.
დრეიკმა ფსონი დადო პედი პიმბლეტსა და მოლი მაკკენზე, რომ ისინი წარმატებას მიაღწევდნენ ინგლისის დედაქალაქში, და მათმა დასამახსოვრებელმა გამარჯვებებმა რეპერს 3 მილიონ დოლარზე მეტი მოგება მოუტანა.
მაგრამ ეს მომგებიანი სერია ხანმოკლე აღმოჩნდა, რადგან დვალიშვილის მოგებათა სერიის წინააღმდეგ ფსონის დადებამ დრეიკი აზარალა. დრეიკმა ჟოზე ალდოს მოგებაზე განათავსა ფსონი, თუმცა ბრძოლა დვალიშვილის სასარგებლოდ დასრულდა. კანადელმა რეპერმა კი 238,000 დოლარი დაკარგა.
რამდენიმე თვის შემდეგ კი, 2 მილიონი დოლარი წყალში ჩაიყარა მას შემდეგ, რაც დრეიკმა ფსონი ისრაელ ადესანიას გამარჯვებაზე დადო, თუმცა ბრძოლა ალექს პერეირამ მოიგო.
2022 წელს, ყველაფერი სწორედ დვალიშვილით დაიწყო, მაგრამ 2025-ში იყო კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, რომელმაც დრეიკს მორიგი დიდი თანხები დააკარგვინა - ეს ილია თოფურიამ გააკეთა. UFC 317-ზე მან 200,000 დოლარი ჩარლზ ოლივეირას გამარჯვებაზე დადო.
ეს ფსონი სწრაფად ჩავარდა, როდესაც თოფურიამ ოლივეირა პირველივე რაუნდში დაანოკაუტა და ორი დივიზიონის ჩემპიონი გახდა.
საინტერესოა ამჯერად UFC 320-ზე რა ფსონს განათავსებს კანადელი რეპერი...