მეცის მორიგი მარცხი - წიტაიშვილს ერთი საგოლე მომენტი ჰქონდა
ლიგა 1-ის მე-7 ტურში გიორგი აბუაშვილის და გიორგი წიტაიშვილის „მეცმა“ „მარსელს“ უმასპინძლა და 0:3 დამარცხდა.
51-ე წუთზე იგორ პაიშაომ ანგარიში გახსნა, 69-ზე კი მეტ ორაილიმ სტუმართა უპირატესობა ორამდე გაზარდა. 76-ე წუთზე ამინ გუირიმ „მარსელის“ მესამე გოლი გაიტანა.
ორივე ქართველმა ფეხბურთელმა მატჩი სათადარიგოთა სკამზე დაიწყო. წიტაიშვილი თამაშში 79-ე წუთზე ჩაერთო და ერთი სახიფათო მომენტის შექმნა მოასწრო, თუმცა მისი დარტყმა არაზუსტი აღმოჩნდა. რაც შეეხება აბუაშვილს, მას თავის გამოჩენის საშუალება არ მისცემია.
Sofascore-ისგან წიტაიშვილმა 6.6-იანი შეფასება დაიმსახურა, მისი სტატისტიკა კი ასეთი იყო: 1 დარტყმა კარისკენ, 1 წარმატებული დრიბლინგი, 9 შეხება ბურთთან, 6-დან 5 ზუსტი პასი (83%), 2-დან 1 ზუსტი გრძელი პასი და 1 მოგებული ორთაბრძოლა.
7 ტურის შემდეგ „მეცის“ აქტივში მხოლოდ 3 ქულაა - ქართველების გუნდი ლიგა 1-ის სატურნირო ცხრილის ბოლო, მე-20 ადგილზეა და მომდევნო მატჩს 19 ოქტომბერს, „ტულუზას“ წინააღმდეგ გამართავს.