ცოტნე ფაცაცია
Aa
Aa

ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა | ფაცაციას შედეგიანი თამაში ალბანეთში

ალბანეთის უმაღლეს ლიგაში „ტირანას’’ ქართველი შემტევი ცოტნე ფაცაცია შედეგიანია, ბოლო ორ მატჩში გაიტანა, ორივე მატჩში პენალტი გოლად აქცია.

მე-5 ტურში „ტირანა’’ შინ თანაქალაქელ „დინამოსთან’’ 1:2 დამარცხდა, მასპინძელთაგან ერთადერთი გოლი ფაცაციამ შეაგდო. მე-6 ტურში „პარტიზანი’’ შინ „ტირანასთან’’ 0:3 დამარცხდა (სტუმართა პირველი გამარჯვებაა მიმდინარე სეზონში), 32-ე წუთზე ფაცაციამ მის მიერ მოპოვებული პენალტიდან გაიტანა და ამ გოლით ანგარიში 0:2 გახდა.

ფაცაციას გოლები

 

ალბანეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში ფაცაციამ „ტირანაში'' 6 მატჩი ჩაატარა (5 სასტარტოში) და მის ანგარიშზე 2 გოლია.

10-გუნდიან ჩემპიონატში „ტირანა’’ 5 ქულით მე-8 ადგილზეა.

25 წლის ქართველი შემტევისთვის „ტირანა’’ პირველი უცხოური კლუბია. მას მარტვილის „მერანში’’, „გაგრაში’’, ქობულეთის „შუქურაში’’, ბათუმის „დინამოსა’’ და ქუთაისის „ტორპედოში’’ უთამაშია.  2025 წლის კრისტალბეთ ეროვნული ლიგის სეზონში 18 მატჩში (8 სასტარტოში) 2 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი შეასრულა, ზაფხულში „ტორპედოს'' დაემშვიდობა და კარიერა ალბანურ კლუბს დაუკავშირა. ასევე გეტყვით, რომ ფაცაცია მიწვეული იყო საქართველოს 18, 19, 20 და 21 წლამდე ნაკრებებში.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ბარსელონას ჩემი დატოვება სურდა, მაგრამ...“ - წიტაიშვილის ინტერვიუ
„ბარსელონას ჩემი დატოვება სურდა, მაგრამ...“ - წიტაიშვილის ინტერვიუ