ზურიკო დავითაშვილი
Aa
Aa

ზურიკოს დუბლი და გამარჯვება | ბომბარდირებში მეორე ადგილზეა

საფრანგეთის ლიგა 2-ის მე-9 ტურში „სენტ-ეტიენმა’’ ზურიკო დავითაშვილის დუბლით „მონპელიე’’ სტუმრად დაამარცხა (0:2). ქართველმა გარემარბმა მეორე წუთზე ანგარიში გახსნა, როცა საჯარიმოში შეიჭრა, მცველებმა ხელი ვერ შეუშალეს და ვარდნაში ზუსტად დაარტყა. 23-ე წუთზე ახლო მანძილიდან მაღალ კუთხეში შეაგდო, მეკარემ რეაგირებაც ვერ მოასწრო.

 

მთავარმა მწვრთნელმა ეირიკ ჰორნელანდმა ქართველი ფეხბურთელი მატჩის ბოლომდე მინდორზე არ დატოვა, 87-ე წუთზე შეცვალა.

ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში დავითაშვილმა 8 მატჩში ( 6 სასტარტოში) 4 გოლი გაიტანა. ბომბარდირთა დავაში მხოლოდ თაუფიკ ბენტაიბის ჩამორჩება, რომელმაც ხუთი გოლი ხუთ მატჩში შეაგდო.

9 ტურის შემდეგ „ტრუა’’, „სენტ-ეტიენი’’ და პაუ 20 ქულით ლიდერობას იყოფენ, ბურთების უკეთესი შეფარდების გამო „ტრუა’’ პირველ პოზიციაზეა, „სენტ-ეტიენი’’ - მეორეზე.

მე-10 ტურში „სენტ-ეტიენი’’ „ლე მანს’’ მიიღებს, მატჩი 18 ოქტომბერს, სანაკრებო პაუზის შემდეგ გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„ბარსელონას ჩემი დატოვება სურდა, მაგრამ...“ - წიტაიშვილის ინტერვიუ
„ბარსელონას ჩემი დატოვება სურდა, მაგრამ...“ - წიტაიშვილის ინტერვიუ