მამარდას 4 მოგერიება - ლივერპული ჩელსისთან დამარცხდა
პრემიერ ლიგის მორიგ ტურში ცენტრალური დაპირისპირება გაიმართა. ლონდონის ჩელსიმ ლივერპულს უმასპინძლა.
ეს მატჩი კიდევ იმით იწვევდა ინტერესს, რომ მერსისაიდულ გრანდში, პრემიერ ლიგის ეგიდით გიორგი მამარდაშვილის დებიუტი შედგა.
ქართველ კარის დარაჯს შეიძლება ითქვას, რომ კარგი მატჩი ჰქონდა. ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს. გიორგის კარი უძლიერესი დარტყმით კაისედომ მე-14 წუთზე აიღო.
მეორე ტაიმში ლივერპული გააქტიურდა და 63-ე წუთზე კოდი გაკპომ წონასწორობა აღადგინა. არისტოკრატები შეტევაში ნაყოფიერად ვერ თამაშობდნენ, თუმცა მატჩის მიწურულს, სტუმართა კართან ორი სახიფათო მომენტი შეიქმნა.
1-წუთიან ინტერვალში, მამარდაშვილს ორჯერ დაურტყეს და ორივე შემთხვევაში დიდებული მოგერიება შემოგვთავაზა. თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ მან ლივერპული გაშვებულ გოლს გადაარჩინა. 89-ე წუთზე მისი კარის მიმართულებით კიდევ ერთხელ გაისროლეს და გიორგიმ მორიგი მოგერიება შემოგვთავაზა.
მსაჯის მიერ კომპენსირებულ მე-5 წუთზე, მასპინძლებმა კარგი შეტევა განახორციელეს, რასაც ესტევაოს გოლი მოყვა. ამ გოლში ქართველი მეკარის დადანაშაულება არ შეიძლება. საბოლოოდ ლონდონელთა სასარგებლოდ 2:1.
შეგახსენებთ, რომ ალისონ ბეკერმა ჩემპიონთა ლიგაზე, გალათასარაის წინააღმდეგ ტრავმა მიიღო, რის გამოც 6 კვირას გამოტოვებს. ამ პერიოდში, სლოტის გუნდის კარს მამარდაშვილი დაიცავს.