მერაბ დვალიშვილი, ჰენრი სეხუდო, კორი სენდჰეგენი
Aa
Aa

„ვფიქრობ, ახალი ჩემპიონი გვეყოლება“ - სეხუდოს მოულოდნელი პროგნოზი

ჰენრი სეხუდო ბოლოა, ვინც UFC 320-ის თანა-მთავარ მოვლენაზე ისაუბრა.

როგორ ხედავს ჰენრი სეხუდო, დვალიშვილის ერთ-ერთი ყოფილი მეტოქე, სატიტულო ბრძოლის განვითარებას და მოსალოდნელ სცენარს?

მექსიკელ-ამერიკელ მებრძოლს არაერთხელ უთქვამს, რომ თავის წონაში დვალიშვილი არის ყველა დროის უდიდესი მებრძოლი. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყოფილი ჩემპიონი ამ ბრძოლაში დვალიშვილს უჭერს მხარს.

„მე უფრო მეტ მნიშვნელოვან დარტყმებს კორის მივცემ. ის მეტად ტექნიკურია. მან იცის, როგორ მოჭრას კუთხე. ის დიდ დარტყმებს მიაყენებს მერაბს. არა მხოლოდ ეს, კორი რთული ტიპია დასამარცხებლად. არ ვიცი, ოდესმე თუ დაუმარცხებიათ ის ალჯოს (ალჯამაინ სტერლინგი) გარდა.

ვფიქრობ, ეს ის ბიჭია და ჩვენ ახალი ჩემპიონი გვეყოლება.

თუ კორის აქვს ყველა ინსტრუმენტი, ხელები, მუხლები, იდაყვები, შეუძლია სიმშვიდე შეინარჩუნოს და არ დაკარგოს ენერგია. თუ მას შეუძლია იპოვოს უმარტივესი გზა ადგომისთვის და იგი უბრალოდ მოდუნება, ასეთ შემთხვევაში მას მერაბი აუცილებლად დააგდებს.

კორი უნდა შეეგუოს, მას არაერთხელ დააგდებენ. მაგრამ შეგიძლია უბრალოდ მოდუნდე, ადგე, გამოიყენო შენი ძლიერი მხარეები. შენ თითქმის ცვლი სათამაშო გეგმას მერაბზე.

ამ ბრძოლაში გასაღები სიმშვიდე იქნება. კორის უკეთესი დარტყმები აქვს.

და უნდა აღვნიშნო, რომ ამ საღამოს მთავარი ბრძოლა მერაბისა და კორის დაპირისპირება უნდა იყოს, და არა პერეირა-ანკალაევის რემატჩი“.

- განაცხადა სეხუდომ Pound 4 Pound-ის პოდკასტში სტუმრობისას.

მსგავსი სიახლეები