ვინისიუსის დუბლი და მიქაუტაძის გოლი | ვილიარეალი რეალთან დამარცხდა
ლა ლიგის მე-8 ტურში გიორგი მიქაუტაძის „ვილიარეალი“ „სანტიაგო ბერნაბეუზე“ მადრიდის „რეალს“ ესტუმრა და 1:3 დამარცხდა.
პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, ანგარიში კი 47-ე წუთზე ვინისიუს ჟუნიორმა გახსნა, 69-ე წუთზე მანვე 11-მეტრიანი გამოიმუშავა, რომელიც თავადვე შეასრულა და დუბლი გაიფორმა.
მარსელინო გარსია ტორალმა ქართველი ფორვარდი სათადარიგოთა სკამზე დატოვა და თამაშში მეორე ტაიმის დასაწყისშივე ჩართო. 73-ე წუთზე გიორგი მიქაუტაძემ ლამაზი დარტყმით ანგარიშში ჩამორჩენა შეამცირა, თუმცა მალევე ვინისიუსმა სტუმრების მარჯვენა მცველ სანტიაგო მოურინიოს მეორე ყვითელი მიაღებინა, უმცირესობაში დარჩენილმა „ვილიარეალმა“ კი 81-ე წუთზე მესამე გოლი - თავი კილიან მბაპემ გამოიჩინა.
Sofascore-ისგან ქართველმა ფორვარდმა 7.5-ქულიანი შეფასება დაიმსახურა, მისი სტატისტიკა კი ასეთი იყო: 1 გოლი, 1 დარტყმა კარში, 1 დარტყმა კარისკენ, 1 საგოლე მომენტი, 19 შეხება ბურთთან, 13-დან 7 ზუსტი პასი (54%), 1 საკვანძო პასი, 1 ზუსტი გრძელი პასი, 3-დან 1 მოგებული ორთაბრძოლა. მიქაუტაძემ 8-ჯერ დაკარგა ბურთი და ერთხელ დაარღვევინა მეტოქეს წესები.
მიქაუტაძის გოლი და გამორჩეული მომენტები
8 ტურის შემდეგ „ყვითელი წყალქვეშა ნავი“ 16 ქულით ლა ლიგის სატურნირო ცხრილის მესამე ადგილზეა და მომდევნო მატჩს 18 ოქტომბერს შინ „ბეტისის“ წინააღმდეგ გამართავს.