მერაბ დვალიშვილი, სერხიო აგუერო
Aa
Aa

აგუეროს მერაბის სჯერა - 9 ათასი მანქანის გამარჯვებაზე

სერხიო აგუერო კარიერის დასრულების შემდეგ საზოგადოებაში საკმაოდ ხშირად ჩნდება და პარალელურად, სოციალური ქსელის საშუალებითაც გულშემატკივარს თავს არცთუ იშვიათად ახსენებს. როგორც ახლა ირკვევა, არგენტინელი ფეხბურთელი შერეული ორთაბრძოლების დიდი მოყვარული ყოფილა და ინსტაგრამ-გვერდის საშუალებით კუნმა თავის გამომწერებს UFC 320-ის ჩხუბებთან დაკავშირებით საკუთარი პროგნოზები გაუზიარა.

თბილისის დროით ხვალ დილით გასამართ მთავარ ბრძოლაზე აგუერო თვლის, რომ ალექს პერეირა მაგომედ ანკალაევს დაამარცხებს, ხოლო დვალიშვილი-სენდჰეგენის დაპირისპირებაში ქართველი „მანქანის“ გამარჯვებას ვარაუდობს. ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ სერხიო მხოლოდ ვარაუდებით არ შემოიფარგლება და დვალიშვილის და პერეირას მოგებაზე 9-ათას დოლარიანი ფსონი გააკეთა და მისი პროგნოზის გამართლების შემთხვევაში, 36 ათასს მოიგებს.

შეგახსენებთ, რომ UFC 320-ის მეინ-ქარდის ბრძოლები ხვალ, თბილისის დროით დილის 06:00 საათიდან დაიწყება და მერაბ დვალიშვილი სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამარის შენარჩუნებას კიდევ ერთხელ შეეცდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
არც უმარი, არც მორაესი და არც ომალი | მერაბმა ურთულესი მეტოქე დაასახელა
არც უმარი, არც მორაესი და არც ომალი | მერაბმა ურთულესი მეტოქე დაასახელა