ოფიციალურად - ბარსელონამ სუპერ ლიგის პროექტი დატოვა
მადრიდის რეალი მარტო დარჩა - ბარსელონამ ევროპის სუპერლიგის პეროექტი ოფიციალურად დატოვა.
კატალონიური გრანდის ხელმძღვანელობა ფიქრობს, რომ ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი მათ მოთხოვნებს აკმაყოფილებს. სუპერლიგაზე უარის თქმით ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ეს არის.
ესპანური მედიის ინფორმაციით, ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის ახალმა ფორმატმა კატალონიური გრანდის შემოსავალი მნიშვნელოვნად გაზარდა და ალტერნატიული ტურნირის საჭიროებას ბლაუგრანაში ვეღარ ხედავენ.
შეგახსენებთ, რომ ახალი სუპერლიგის პროექტი 2021 წელს რეალმა, ბარსელონამ, არსენალმა, მანჩესტერ იუნაიტედმა, ლივერპულმა და ჩელსიმ გაასაჯაროვეს. უეფა-ს და გულშემატკივრების პროტესტის შედეგად, სუპერლიგის პროექტს მხარი ინგლისურმა კლუბებმა აღარ დაუჭირეს.
ასევე შეგახსენებთ, ბარსელონამ გასულ სეზონში ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გააღწია, სადაც ინტერთან დამარცხდა.
წელს კი კატალონიურმა გრანდმა ჩემპიონთა ლიგის ფაზაზე ორი მატჩი გამართა. ერთი მოიგო(ნიუკასლთან) ერთი კი პარი სენ ჟერმენთან საკუთარ კედლებში წააგო.