ილია თოფურია, ისლამ მახაჩევი, ნეით დიაზი
Aa
Aa

„ილია უფრო სრულყოფილი მებრძოლია“ | ნეით დიაზმა ისლამ მახაჩევზე ისაუბრა

UFC-ის ყოფილმა მებრძოლმა, ნეით დიაზმა, ორგანიზაციის საუკეთესო მებრძოლი დაასახელა. დიასმა Pound-for-pound რეიტინგის ამჟამინდელ პირველ ნომერს, ისლამ მახაჩევს, მოსაწყენი მებრძოლი უწოდა და განაცხადა, რომ ილია თოფურია მასზე სრულყოფილია.

„ჩემი აზრით, UFC-ის საუკეთესო მებრძოლი ჯონ ჯონსია. ისლამ მახაჩევი? დიდი ხანი არაა, რაც აქ იმყოფება და ძალიან მაგარი არავინ დაუმარცხებია. სცენაზე ახლახან გამოჩნდა და უკვე ყველა დროის საუკეთესოს უწოდებთ? პირადად მე მიმაჩნია, რომ ყველა დროის საუკეთესო მსუბუქწონოსანი მებრძოლი ბი ჯეი პენია.

მახაჩევისგან არაფერი მინახავს, რაც დამამახსოვრდებოდა. მისი ბოლო ჩხუბებიდან ერთადერთი, რაც მახსოვს, არის ის, რომ ორთაბრძოლების ყურება მომწყინდა. მახაჩევის სახელი ყველა დროის საუკეთესო მებრძოლების გვერდით არ უნდა ახსენონ. ჩემი აზრით, ილია თოფურია უფრო სრულყოფილი მებრძოლია.“

ცნობისთვის, დიასმა ბოლოს 2022 წლის სექტემბერში იჩხუბა და ტონი ფერგიუსონი დააფინიშა. მანამდე ნეითმა ლეონ ედვარდსთან და ხორხე მასვიდალთან წააგო, UFC 241-ზე კი ენტონი პეტისს მოუგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„შედეგს ასეთი შრომით მივაღწევთ“ - არველაძის მესამე გამარჯვება
„შედეგს ასეთი შრომით მივაღწევთ“ - არველაძის მესამე გამარჯვება