ილია თოფურია, ისლამ მახაჩევი
Aa
Aa

რა შემთხვევაში იჩხუბებს ილიასთან მსუბუქ წონაში | რას ამბობს მახაჩევი

UFC-ის ქვესაშუალო წონითი დივიზიონის ჩემპიონი, ისლამ მახაჩევი სამშობლოში დაბრუნდა. მახაჩევმა სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვებს უპასუხა და გაგვიზიარა თუ რა შემთხვევაში იჩხუბებს ილია თოფურიასთან მსუბუქ წონით დივიზიონში.

„ილია თოფურიასთან ჩხუბი მსუბუქ წონაში? UFC-ისგან ძალიან კარგი წინადადება უნდა მივიღო, რომ მსუბუქ წონით დივიზიონში ჩავიდე. ახალგაზრდა აღარ ვარ და თითოეული წონის კლება შენს ჯანმრთელობას წლებს აკლებს. წონის კლება ისეთი მარტივი აღარაა, როგორიც ადრე იყო.

ქვესაშუალო წონით დივიზიონში არიან მებრძოლები, რომლებმაც ჩემს ქარდზე იჩხუბეს და მეტოქე ორივემ დააფინიშა (პრატესი და მორალესი). ვფიქრობ, ქვესაშუალო წონა ყველაზე აქტიური და ახალგაზრდა დივიზიონია. ახლახან, ბელალმა იან არისთან წააგო და ჩემი აზრით, მინიმუმ სამი პრეტენდენტი მყავს. უახლოეს პერიოდში, დაახლოებით ორ კვირაში, გახდება ცნობილი ჩემი შემდეგი მეტოქე ვინ იქნება.“

ცნობისთვის, გასულ უქმეებზე არმან ცარუკიანმა დენ ჰუკერი დაამარცხა და ბევრის აზრით, „ელ მატადორის“ მომდევნო მეტოქე სწორედ ის უნდა იყოს. რაც შეეხება მახაჩევს, იგი იან მაჩადო გარიმ გამოიწვია, რომელმაც ბელალს მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მოუგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„არ მგონია, ილია არმანთან აჩხუბონ“ | შონ ომალიმ ცარუკიანზე და თოფურიაზე ისაუბრა
„არ მგონია, ილია არმანთან აჩხუბონ“ | შონ ომალიმ ცარუკიანზე და თოფურიაზე ისაუბრა