ილია თოფურია, შონ ომალი, არმან ცარუკიანი
Aa
Aa

„არ მგონია, ილია არმანთან აჩხუბონ“ | შონ ომალიმ ცარუკიანზე და თოფურიაზე ისაუბრა

UFC-ის სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის ყოფილი ჩემპიონი, შონ ომალი არმან ცარუკიანის გამარჯვებას გამოეხმაურა. ცარუკიანმა დენ ჰუკერი დომინანტურ სტილში დაამარცხა და მახრჩობელა ილეთით მოიგო, „შუგამ“ კი მის მომავალ მეტოქეზე ილაპარაკა.

„არმანისა და ილიას დაპირისპირება ძალიან საინტერესო ჩხუბი იქნება. არ მგონია, UFC-იმ ეს ორთაბრძოლა ჩანიშნოს. ორგანიზაციას თოფურია, როგორც ჩემპიონი, ძალიან მოსწონს და არ უნდათ, ილიამ ქამარი დაკარგოს.

UFC-ის არ სურს, ცარუკიანი ჩემპიონი გახდეს. არ მჯერა, რომ ამას ვამბობ, მაგრამ არმანს თოფურიას დამარცხების რეალური შანსი აქვს. თუ ვინმეს შეუძლია მსუბუქ წონით დივიზიონში თოფურიას დამარცხება, ეს არმან ცარუკიანია.“

ცნობისთვის, ჰუკერის დამარცხების შემდეგ ცარუკიანმა ილია ჯერ ოქტაგონში ყოფნისას გამოიწვია, შემდეგ კი მას სოციალურ ქსელებში მიმართა. არმანი მზად არის, იანვარში იჩხუბოს და ვნახოთ, მოვლენები როგორ განვითარდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„შედეგს ასეთი შრომით მივაღწევთ“ - არველაძის მესამე გამარჯვება
„შედეგს ასეთი შრომით მივაღწევთ“ - არველაძის მესამე გამარჯვება