ბარსელონა და ერიკ გარსია კონტრაქტის გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ
ერიკ გარსიამ „ბარსელონას“ ახალი ხელშეკრულების გაფორმებაზე პრინციპული თანხმობა მისცა.
როგორც Mundo Deportivo იუწყება, რამდენიმე კვირიანი მოლაპარაკებების შემდეგ მხარეებმა კონსენსუსს მიაღწიეს. კონტრაქტის გაგრძელებაზე მუშაობა დასკვნით ეტაპზეა.
იწერება, რომ გარსიას პსჟ-სგან ჰქონდა შეთავაზება, მაგრამ მან კატალონიაში დარჩენა გადაწყვიტა.
„ბარსელონას“ მიერ გარსიასთან კონტრაქტის გაგრძელების მთავარ ფაქტორად სახელდება ფეხბურთელის მზადყოფნა და უნარი, რომ ითამაშოს სხვადასხვა პოზიციაზე. მას განიხილავენ როგორც პოტენციურ კაპიტანს, ხოლო მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა ხელმძღვანელობას დაანახა, რომ მცველის დაკარგვისთვის მზად არ არის.
ცნობისთვის, ერიკი „ბლაუგრანას“ 2022 წელს, „მანჩესტერ სიტიდან“ შეუერთდა. მიმდინარე სეზონში მან 17 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა. Transfermarkt -ზე გარსიას საბაზრო ღირებულება 25 მილიონი ევროა.