ჩაბი ალონსო
Aa
Aa

AS: ალონსოს და მის შტაბს ფეხბურთელებთან კავშირი დაკარგული აქვს

მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელის, ჩაბი ალონსოს სამწვრთნელო შტაბსა და ფეხბურთელებს შორის კომუნიკაციის პრობლემები არსებობს.

სამეფო გუნდმა გუშინ ლა ლიგის მე-13 ტურში, „ელჩესთან“ სტუმრად ფრედ ითამაშა (2:2) და მოუგებელი სერია სამ მატჩამდე გაზარდა.

როგორც გამოცემა AS-ი იუწყება, კლუბის ხელმძღვანელობა შეშფოთებულია მოთამაშეებსა და სამწვრთნელო შტაბს შორის კავშირის არარსებობით, ასევე გუნდის დინამიკითა და ქცევით მატჩების დროს.

ალონსოს მუშაობის დასაწყისში აღინიშნებოდა, რომ „რეალი“ მეტოქეებზე მეტს დარბოდა, კარგად იყენებდა პრესინგს და მოედანზე დომინირებდა. თუმცა, ოქტომბერში „ბარსელონასთან“ (2:1) კლასიკოში გამარჯვების შემდეგ, ვითარება შეიცვალა.

კლუბში, გუნდის მიმდინარე ფორმის განხილვისას, იხსენებენ, როგორ თამაშობდა „ბლანკოსი“ აქამდე და ღიად აღიარებენ, რომ კავშირი მოთამაშეებსა და სამწვრთნელო შტაბს შორის დაკარგულია ან სულ მცირე, არ არსებობს და ეს სერიოზულ შეშფოთებას იწვევს ხელმძღვანელობაში.

„ელჩესთან“ მატჩი კლუბისა და მოთამაშეებისთვის განიხილებოდა, როგორც გარდამტეხი მომენტი, რომელსაც გუნდთან დაკავშირებულ ეჭვებს უნდა გაეფანტა, თუმცა ხელმძღვანელობის აზრით, ეს ტესტი ყველამ ჩააგდო.

გუშინდელ მატჩში მეორე გაშვებული გოლი კლუბმა აღიქვა, როგორც მაგალითი იმისა, რაც არასდროს უნდა მოხდეს „მადრიდში“.

როგორც იწერება, ბოსებს ასევე აწუხებთ გუნდის დინამიკა და ქცევა მატჩების დროს – მოთამაშეები ნებდებიან პრობლემის პირველივე ნიშნებისას. ალონსო უნდა ჩაერიოს სიტუაციაში და რაც შეიძლება მალე, რეაქცია უნდა მოჰყვეს .

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„შედეგს ასეთი შრომით მივაღწევთ“ - არველაძის მესამე გამარჯვება
„შედეგს ასეთი შრომით მივაღწევთ“ - არველაძის მესამე გამარჯვება