კარგი ამბავი - დემბელემ და ჰაკიმიმ გუნდთან ერთად ივარჯიშეს
სულ მალე 2025/2026 წლების სეზონის კულმინაციას, ჩემპიონთა ლიგის ფინალს ვიხილავთ, სადაც ერთმანეთს პარი სენ ჟერმენი და არსენალი დაუპირისპირდებიან.
მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე არაერთი ცნობა გავრცელდა იმის შესახებ, რომ ლუის ენრიკეს განკარგულებაში აშრაფ ჰაკიმი და უსმან დემბელე არ იქნებოდნენ.
ამ ფაქტთან დაკავშირებით, უახლეს ინფორმაციას გავლენიანი სპორტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო RMC Sport-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
ვიგებთ, რომ ორივე ფეხბურთელი დღეს გუნდს შეუერთდნენ და მათთან ერთად ივარჯიშეს. დაზუსტებით ვერავინ ამბობს როგორ კონდიციებში არიან, თუმცა ერთი რამ ნათელია - დემბელე და ჰაკიმი გუნდთან ერთად ვარჯიშობენ და ფინალამდე მათი მდგომარეობა მაღალი ალბათობით კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესდება.
შეგახსენებთ, რომ ფინალური დაპირისპირება 30 მაისით თარიღდება და თბილისის დროით 20:00-დან დაიწყება.