ილია თოფურია, მერაბ დვალიშვილი, ისლამ მახაჩევი, ჟორჟ სენ-პიერი
Aa
Aa

ტოპ 5 | ჟორჟ სენ-პიერმა UFC-ის საუკეთესო მებრძოლები დაასახელა

UFC-ის ლეგენდარულმა მებრძოლმა ჟორჯ სენ-პიერმა ორგანიზაციის საუკეთესო მებრძოლები დაასახელა. კანადელმა მოქმედი მებრძოლების ტოპ 5 შეადგინა და მის რჩეულებში ორი ქართველი მოხვდა.

„ისლამ მახაჩევი ტოპ 5-ში ადგილს ნამდვილად იმსახურებს. თოფურიაც საუკეთესოთა შორისაა. მერაბი და არმან ცარუკიანიც უნდა გამოვარჩიო. ჯონ ჯონსი აუცილებლად და ალექს პერეირასაც დავამატებდი.“

სენ-პიერმა ისლამ მახაჩევზეც ილაპარაკა და განაცხადა, რომ ხალხმა, ვინც ამბობს, რომ მახაჩევი მოსაწყენი მებრძოლია, MMA-ზე არაფერი იცის. მისი აზრით, ისლამმა ჯეკ დელა მადალენასთან ფენომენალური გამოსვლა აჩვენა და მარტივად წარმოაჩინა ის, რაც რეალურად ურთულესია.

ცნობისთვის, UFC-ის P4P რეიტინგში ამ მომენტისთვის პირველ ადგილს ისლამ მახაჩევი იკავებს. ილია თოფურია მეორეზეა. „ელ მატადორის“ შემდეგ მერაბ დვალიშვილი, ხამზატ ჩიმაევი და ალეშანდრე პანტოჟა მოდიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„შედეგს ასეთი შრომით მივაღწევთ“ - არველაძის მესამე გამარჯვება
„შედეგს ასეთი შრომით მივაღწევთ“ - არველაძის მესამე გამარჯვება