ხამზატ ჩიმაევი, ისლამ მახაჩევი, კოლბი კოვინგტონი
Aa
Aa

„ისლამი ხამზატზე რთულად დასამარცხებელია“ - კოლბი კოვინგტონის მოსაზრება

UFC-ის ქვესაშუალო და საშუალო წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამრებს ამჟამად დაღესტნელი და ჩეჩენი მებრძოლები ფლობენ - ისლამ მახაჩევმა კარიერაში რიგით მეორე წონის ქამარი ერთი კვირის წინ ავსტრალიელი ჯეკ დელა მადალენას ძლევით მოიპოვა, ხოლო ხამზატ ჩიმაევმა უშანსოდ სამხრეთ აფრიკელი დრიკუს დუ პლესი დატოვა. ხაზგასასმელია ის ფაქტია, რომ ორივე მათგანმა გამარჯვენა დომინანტურ სტილში გაიფორმა და როდესაც მათი შედარება ქვესაშუალო წონის ყოფილ დროებით ჩემპიონს, კოლბი კოვინგტონს სთხოვეს, მისგან ასეთი პასუხი მიიღეს:

„ჩემთვის ისლამის სტილი უფრო მიმზიდველია, რადგან ხამზატი ყოველთვის დაღლილია. ისინი მუდამ შესაძლებლობების ზღვარზე იბრძვიან. სწორედ ამიტომ ხდება ჩიმაევის სახე და კუნთები მისი ბრძოლების დროს ცუდი საყურებელი. ვუყურე მის ჩხუბს როგორც გილბერტ ბარნსთან, ასევე კამარუ უსმანთან და ჩეჩენი ორივე შემთხვევაში მესამე რაუნდში საშინლად დაღლილი იყო.

როგორცკი მისი თეიქდაუნები ნაკლებად ეფექტური ხდება, ნერვიულობა ეტყობა, მახაჩევი კი საკუთარ გეგმას შესაძლოა სწორხაზოვნად, მაგრამ ტაქტიკურად ზუსტად მიყვება და სწორედ ამიტომ, ისლამის დამარცხება ხამზატთან შედარებით გაცილებით რთულია“.

შეგახსენებთ, რომ ხამზატ ჩიმაევი წინ ჯერჯერობით დაუმარცხებლად მიიწევს, ხოლო ისლამ მახაჩევს კარიერაში ერთადერთი მარცხი აქვს, რომელიც ათი წლის წინ, ადრიანო მარტინსთან განიცადა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მეგობრებო, თქვენ მოყვარულის დონეზე ხართ“ - როგანმა ისლამის კრიტიკოსებს მიმართა
„მეგობრებო, თქვენ მოყვარულის დონეზე ხართ“ - როგანმა ისლამის კრიტიკოსებს მიმართა