ილია თოფურია, არმან ცარუკიანი
Aa
Aa

„გინდა იცოდე, როგორია ნამდვილი სილა?“ - ცარუკიანის პასუხი თოფურიას

ცოტა ხნის წინ, UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონმა, ილია თოფურიამ სოციალურ ქსელში არმან ცარუკიანის გამოწვევას უპასუხა სომეხი მებრძოლი შეშინებულ იხვს შეადარა. ილიამ ასევე თქვა, რომ არმანს სახეში სილა გააწნა და ამის საპასუხოდ მხოლოდ სიცილი მიიღო.

ამ პოსტის შემდეგ, არმან ცარუკიანმა საპასუხო განცხადება გაავრცელა.

რას წერს არმანი:

„ძმაო, კისერზე ისე შემეხე, თითქოს ოჯახურ ფოტოს ვიღებდით და ახლა ამას ინტერნეტ-სივრცეში სილას უწოდებ? ამ კლიპში კიდევ უფრო ნათლად ჩანს შენი დაუცველობა. არ მჭირდება Twitter-ისთვის თავის ძლიერად წარმოჩენა, ჩემი საქმე გალიაშია. თუ გინდა იცოდე, როგორია ნამდვილი სილა, სიამოვნებით გასწავლი. მალე შევხვდებით, El Pato (იხვო).“

შეგახსენებთ, რომ გუშინ არმან ცარუკიანმა UFC Fight Night Qatar-ზე დენ ჰუკერი საბმიშენით დაამარცხა. ამავე ივენთზე, პრელიმების ქარდზე ალექსანდრე თოფურიამაც იბრძოლა, რომელმაც მეტოქე მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა, ალექსანდრეს კი კუთხეში ილია თოფურია ეჯდა. სწორედ ამ ივენთზე შეხვდნენ ილია თოფურია და არმან ცარუკიანი ერთმანეთს. თოფურიამ განცხადებასთან ერთად ვიდეოც გაავრცელა, რომელშიც ჩანს, თუ როგორ ურტყამს სილას სახეში.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„სახეში სილა გაგარტყი და უბრალოდ იცინოდი“ - თოფურიამ ცარუკიანს უპასუხა
„სახეში სილა გაგარტყი და უბრალოდ იცინოდი“ - თოფურიამ ცარუკიანს უპასუხა