გიორგი გულიაშვილი, სარაევო
Aa
Aa

რამდენიმე კლუბი აქტიურობს - ახალი ამბები გულიაშვილის შესაძლო ტრანსფერზე

ბოსნია & ჰერცეგოვინულ მედიაში, „სარაევოს“ შემტევის, გიორგი გულიაშვილის ტრანსფერთან დაკავშირებით რამდენიმე ინფორმაცია გავრცელდა. ადგილობრივი გამოცემა, Radio Sarajevo წერს, რომ ქართველი შემტევის დამატებით ერთ-ერთი ხორვატული გრანდი ინტერესდება.

გამოცემის მტკიცებით, ზაგრების „დინამო“ გიორგი გულიაშვილის თამაშს აქტიურად აკვირდება და კლუბის სკაუტები „სარაევოს“ ბოლო თამაშებსაც დაესწრნენ ადგილზე. Radio Sarajevo „დინამოს“ წარმომადგენლის კომენტარსაც ავრცელებს, რომელიც კონფიდენციალურად არის ჩაწერილი.

„„დინამო“ გულიაშვილის თამაშებს ადევნებს თვალს და „სარაევოს“ საუკეთესო მოთამაშის გადაბირებით არის დაინტერესებული“, - განუცხადეს კლუბის წარმომადგენლებმა გამოცემის ჟურნალისტს, თუმცა ინფორმაციის ავტორი მის ვინაობას არ ამხელს.

საგულისხმოა, რომ ამ დღეებში გიორგი გულიაშვილის მომავალი შვედურ „აიკ-საც“ დაუკავშირეს. შვედური სპორტული საინფორმაციო სააგენტო, Expressen-ი წერს, რომ „აიკ-ს“ მომავალი სეზონისთვის თავდამსხმელის დამატება სურს და ერთ-ერთ ვარიანტად გიორგი გულიაშვილს მოიაზრებს.

„Expressen-ის ბოსნიური წყაროს ცნობით, „აიკ-მა“ გულიაშვილის შეძენაზე შეთავაზება გააკეთა, თუმცა „სარაევომ“ ეს შეთავაზება დაბლოკა. ამის მიუხედავად, მოსალოდნელია, რომ უახლოეს მომავალში, „აიკ-ი“ ფეხბურთელის შეძენას კიდევ ერთხელ ეცდება და „სარაევოს“ გაუმჯობესებულ წინადადებას წარუდგენს“, - წერს შვედური გამოცემა.

გიორგი გულიაშვილმა „სარაევოს“ მაისურით მიმდინარე სეზონში 14 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა, გასულ სეზონში კი 26 თამაშში 16 გოლი შეაგდო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ალისონი დაბრუნდა და 90 წუთი ითამაშა - ლივერპული ნოტინგემთან დამარცხდა
ალისონი დაბრუნდა და 90 წუთი ითამაშა - ლივერპული ნოტინგემთან დამარცხდა