თემურ ქეცბაია, ანორთოსისი
Aa
Aa

„ასეთი ძალისხმევით გუნდი კვლავ აღდგება“ - ქეცბაიას გუნდმა დიდ ბრძოლაში მოიგო

კვიპროსის ჩემპიონატის მე-11 ტურში, თემურ ქეცბაიას გაწვრთილი „ანორთოსისი“ სტუმრად გათამაშების ბოლოადგილოსან „პარალიმნის“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 3:2 გაიმარჯვა. შედეგად, შიდაჩემპიონატში ქეცბაიას გუნდის წაუგებელი თამაშების სერია 5-მდე გაიზარდა.

დღევანდელ მატჩში, „ანორთოსისი“ ორჯერ მარცხდებოდა, თუმცა ორივეჯერ შეძლო ანგარიშის გათანაბრება, თამაშის მიწურულს, მსაჯის მიერ დამატებულ მე-4 წუთზე კი ფამაგუსტელებმა ვუკიჩის გოლით გაიმარჯვეს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ თემურ ქეცბაიამ კვიპროსულ მედიასთან განვლილი მატჩი შეაფასა.

რა თქვა ქეცბაიამ:

„არ მჯერა, რომ ეს გუნდი (გულისხმობს „პარალიმნის“) ბოლო ადგილზეა. დიდი ბრძოლა მოგვიწია, ანგარიშში ორჯერ ჩამოვრჩით. ვულოცავ ჩემს ფეხბურთელებს, აქ სამი ქულისთვის ჩამოვედით, მათ გამარჯვების სჯეროდათ და ამისთვის იბრძოდნენ. ზოგი სასტარტო შემადგენლობიდან თამაშობდა, ზოგიც კი სკამიდან ეხმარებოდა. ყველას მიზანი გუნდისთვის დახმარებაა. გამარჯვება მარტივი არ ყოფილა, მაგრამ მიზანს მაინც მივაღწიეთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ გუნდში ძალიან კარგი ატმოსფერო შევქმენით. ასეთი ძალისხმევითა და ნებისყოფით გუნდი კვლავ აღდგება. იმედი მაქვს, რომ ყოველ ჯერზე, როდესაც ვთავაშობთ, გავიმარჯვებთ. არ აქვს მნიშვნელობა მე ვიქნები სათადარიგოთა სკამზე, თუ სხვა ვინმე.“

როგორც გითხარით, „ანორთოსისს“ 5-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს. ბოლო 5 შეხვედრაში ქეცბაიას გუნდმა 2 მატჩი მოიგო, 3 კი ფრედ ითამაშა. 11 ტურის შემდეგ, „ანორთოსისს“ 11 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-10 პოზიციაზე იმყოფება. ფამაგუსტელები მომდევნო შეხვედრას 29 ნოემბერს, საკუთარ მოედანზე „აპოელის“ წინააღმდეგ გამართავენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
წიტაიშვილის სადებიუტო გოლი და ბოლო წუთების დრამა - მეცის დასანანი მარცხი
წიტაიშვილის სადებიუტო გოლი და ბოლო წუთების დრამა - მეცის დასანანი მარცხი