„ქამრისთვის ჩხუბის ღირსია“ - ჩიმაევმა ცარუკიანი დაახასიათა
UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის რეიტინგის პირველმა ნომერი არმან ცარუკიანმა გუშინ დენ ჰუკერი მეორე რაუნდში დააფინიშა და ქამრისთვის ბრძოლაზე სერიოზული განაცხადი გააკეთა. სომეხი მებრძოლის გვერდით თითოეული ჩხუბის დროს არის მისი უახლოესი მეგობარი და საშუალო წონის ჩემპიონი ხამზატ ჩიმაევი, რომელსაც როდესაც არმანის ბრძოლის შეფასება სთხოვეს, მისგან ასეთი პასუხი მოისმინეს:
„ცარუკიანმა საოცრად მაღალი დონის ჩხუბი ჩაატარა. ვიცოდი, რომ გამარჯვებას ნაადრევად მოიპოვებდა და საქმე მსაჯების გადაწყვეტილებამდე არ მივიდოდა. არმანი საუკეთესოა. ის პირველი ნომერი და მსოფლიოს ერთ-ერთი გამორჩეული მებრძოლია, რომელიც ტიტულისთვის ბრძოლას ულაპარაკოდ იმსახურებს“.
ცნობისათვის, გუშინ არმან ცარუკიანმა კარიერაში 23-ე ბრძოლა მოიგო, UFC-ის მსუბუქ წონით დივიზიონში კი ზედიზედ მეათე ჩხუბში გაიმარჯვა, რითაც ისლამ მახაჩევს გაუთანაბრდა და ახლა მასზე წინ მხოლოდ ჩარლზ ოლივეირაა (11).