სანდრო მამუკელაშვილი
Aa
Aa

პირველად სასტარტო ხუთეულში | მამუკელაშვილმა ბრუკლინს 12 ქულა ჩაუგდო

სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტო რეპტორსმა“ ზედიზედ მეშვიდე შეხვედრა მოიგო. „ვაშინგტონ უიზარდსის“ განადგურების შემდეგ კანადელები აღმოსავლეთ კონფერენციის მეორე აუტსაიდერს — „ბრუკლინ ნეთსს“ დაუპირისპირდნენ და 119:109 გაიმარჯვეს.

„მამუ“ მიმდინარე სეზონში პირველად გამოჩნდა სასტარტო ხუთეულში. „ტორონტოს“ ცენტრს, იაკობ პოელტლს, ზურგის ტრავმა აწუხებს და სანდრომ მისი ადგილი დაიკავა. ქართველმა კალათბურთელმა კარგი თამაში ჩაატარა და 12 ქულა, 4 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა მიითვალა.

მამუკელაშვილმა 26 წუთი და 33 წამი ითამაშა და 9-დან 5 სროლა გამოიყენა — 5-დან 3 ორქულიანი და 4-დან 2 სამქულიანი. სანდროს 1 მოხსნა მეტოქის ფარზე ჰქონდა და, როდესაც პარკეტზე იმყოფებოდა, „ტორონტომ“ მეტოქეზე 11 ქულით მეტი ჩააგდო. „რეპტორსის“ შემადგენლობაში ამაზე უკეთესი მაჩვენებელი მხოლოდ ბრენდონ ინგრემს (+13) და ჯამალ შიდს (+14) ჰქონდათ.

კანადელთა რიგებში ყველაზე მეტი — 17 ქულა — სკოტი ბარნსმა ჩააგდო. არ ჯეი ბარეტს 16 ქულა ჰქონდა. ინგრემმა 14 ქულა დააგროვა, ხოლო იმანუელ ქუიკლიმ მატჩი 13 ქულით დაასრულა. „ბრუკლინის“ მხრიდან საუკეთესო ტაირიზ მარტინი აღმოჩნდა — 26 ქულა. მაიკლ პორტერ ჯუნიორმა 25 ქულა ჩააგდო.

ცნობისთვის, „ტორონტოს“ 12 მოგება და 5 წაგება აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მეორე ადგილს იკავებს. „რეპტორსი“ მომდევნო შეხვედრას 25 ნოემბერს გამართავს და „კლივლენდ კავალიერსს“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„გინდა იცოდე, როგორია ნამდვილი სილა?“ - ცარუკიანის პასუხი თოფურიას
„გინდა იცოდე, როგორია ნამდვილი სილა?“ - ცარუკიანის პასუხი თოფურიას