თორნიკე შენგელია
Aa
Aa

შენგელიას 14 ქულა - ბარსელონამ კუნძულებზე გაიმარჯვა

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის VIII ტურში „ბარსელონამ“ სტუმრად „გრან კანარია“ 11-ქულიანი სხვაობით, 72:61 დაამარცხა და სატურნირო მდგომარეობის გამოსწორებისკენ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა. თორნიკე შენგელია ამჯერადაც კატალონიელთა წარმატების ერთ-ერთი შემოქმედი იყო და არგენტინელ ნიკოლას ლაპროვიტოლასთან ერთად გუნდში ყველაზე შედეგიანი გახლდათ.

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა პარკეტზე 27 წუთი გაატარა და 14 ქულასთან ერთად, 6 მოხსნა და 1 ასისტი დააგროვა. შენგელიამ სამიდან ერთი სამქულიანი, ექვსიდან ოთხი ორქულიანი და სამიდან სამი საჯარიმო ჩააგდო. ექვსივე მოხსნა დაცვაში შეასრულა, ბურთი ორჯერ დაკარგა და ხუთი პერსონალური ჯარიმა მიიღო.

ცნობისათვის, „ბარსელონა“ მომდევნო შეხვედრას 26 ნოემბერს, ევროლიგაში „ლიონ ვილერბანთან“ გამართავს, რომელიც თბილისის დროით 23:30 წუთზე დაიწყება და რამდენად მოასწრებს თოკო 27 ნოემბერს თბილისში, უკრაინელებთან მატჩისთვის სათამაშოდ ჩამოსვლას, ჯერჯერობით რთული სათქმელია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ყველაზე შედეგიანი მატჩი სეზონში - მამუკელაშვილის 23 ქულა
ყველაზე შედეგიანი მატჩი სეზონში - მამუკელაშვილის 23 ქულა