ბითაძის კარგი მატჩი: 10 ქულა ჩააგდო და ორლანდომ კლიპერსთან გაიმარჯვა
NBA-ში „ორლანდო მეჯიქმა’’ „ლოს ანჯელეს კლიპერსი’’ 129:101 დაამარცხა. „ორლანდოს’’ სასტარტო ხუთეულში გოგა ბითაძე არ ყოფილა, სკამიდან ჩაერთო თამაშში, 16 წუთსა და 18 წამში 10 ქულა ჩააგდო, 6 მოხსნა და 3 პასი შეასრულა.
ბითაძის გამორჩეული მომენტები
მატჩში ყველაზე მეტი ქულა 36 წლის ჯეიმს ჰარდენმა ჩააგდო, „კლიპერს'' 31 ქულით დაეხმარა. „ორლანდოდან'' ყველაზე მეტი ქულა ჯეილენ საგზის ანგარიშზეა, მის ანგარიშზე 23 ქულაა.
რეგულარულ სეზონში „ორლანდომ’’ 16-დან 9 მატჩი მოიგო, 7 დათმო, აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-8 ადგილზეა, მომდევნო მატჩს „ნიუ იორკ კლინკსთან’’ გამართავს. მატჩი 23 ნოემბერს, თბილისის დროით 02:00 საათზე დაიწყება.