ტორონტო რეპტორსი, ფილადელფია სევენთი სიქსერსი, სანდრო მამუკელაშვილი
Aa
Aa

მამუკელაშვილის 7 ქულა - ტორონტომ ზედიზედ მეხუთედ მოიგო

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის მორიგ ტურში სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტო რეპტორსი“ „ფილადელფია სევენთი სიქსერსს“ ესტუმრა და 121:112 მოიგო.

ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე 15:10 წუთი გაატარა და ამ დროში 7 ქულას, 2 მოხსნას, 2 შედეგიან გადაცემას და 2 ჩაჭრას მოუყარა თავი. სანდრომ 3-დან 2 ორქულიანი ჩააგდო და ორივე სამქულიანი გააცუდა, ხოლო საჯარიმო ხაზიდან 4-დან 3 სროლა გამოიყენა.

მამუკელაშვილის გამორჩეული მომენტები

„ტორონტოს“ რიგებში 22-22 ქულით არ ჯეი ბარეტმა და ბრენდონ ინგრემმა გამოიჩინეს თავი, ხოლო „ფილადელფიას“ რიგებში ყველაზე შედეგიანი ტაირიზ მაქსი იყო - 24 ქულა, 2 მოხსნა, 9 შედეგიანი გადაცემა, ანდრე დრამონდმა კი ორმაგი დუბლი გაიფორმა (10 ქულა, 12 მოხსნა).

კანადელებმა ზედიზედ მეხუთე თამაში მოიგეს და აღმოსავლეთ კონფერენციის მეორე ადგილზე არიან (10 მოგება, 5 მარცხი). მამუკელაშვილის გუნდს მხოლოდ „დეტროიტ პისტონსი“ უსწრებს - 13 მოგება, 2 მარცხი.
მომდევნო მატჩს „რეპტორსი“ 22 ნოემბერს საკუთარ კედლებში „ვაშინგტონ უიზარდსის“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გოგას სამი ჩატენვა | ორლანდო მეჯიქმა გოლდენ სტეიტი დაამარცხა
გოგას სამი ჩატენვა | ორლანდო მეჯიქმა გოლდენ სტეიტი დაამარცხა