იური ტაბატაძე
Aa
Aa

ტაბატაძე პირველ ტაიმში შეცვალეს - კადისი ექვსი ტურია ვერ იგებს

იური ტაბატაძე სანაკრებო ბატალიების შემდეგ „კადისს“ ოდნავ გვიან შეუერთდა და გუნდთან ერთად პირველი ვარჯიში პარასკევს ჩაატარა, რის გამოც ადვილი შესაძლებელი იყო, რომ ანდალუსიური კლუბის მთავარი მწვრთნელი გაისკა გარიტანო მას თადარიგში დატოვებდა, რაც არ გამართლდა.

მართალია, ქართველი ნახევარმცველი ძირითადში მოხვდა, თუმცა 38-ე წუთზე, როდესაც კადისელები „კულტურალ ლეონესასთან“ საკუთარ სტადიონზე 1:2 მარცხებოდნენ, მწვრთნელმა ორმაგი შეცვლა განახორციელა და ერთ-ერთი ვინც მოედანი დატოვა სწორედ იური იყო. იმ მცირე დროში, რომელიც მოედანზე გაატარა, ტაბატაძე ბურთს ათჯერ შეეხო და დრიბლინგის განხორციელება ერთხელ სცადა, თუმცა წარუმატებელი აღმოჩნდა. საბოლოოდ ანგარიში აღარ შეცვლილა და „კადისი“ კიდევ ერთხელ დამარცხდა.

ცნობისათვის, „კადისი“ უკვე ზედიზედ ექვსი ტურია თამაშს ვერ იგებს და 15 ტურში დაგროვებული 21 ქულით ლა ლიგა 2-ის სატურნირო ცხრილში მერვე ადგილზეა. მომდევნო მატჩს იური ტაბატაძე და მისი თანაგუნდელები 30 ნოემბერს, სტუმრად „კორდობასთან“ გამართავენ.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კიტეიშვილის მეცხრე გოლი - შტურმი ლასკთან დამარცხდა
კიტეიშვილის მეცხრე გოლი - შტურმი ლასკთან დამარცხდა