ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

კვარა-დემბელე, დუე | პსჟ-სა და ბაიერნის სასტარტო შემადგენლობები ცნობილია

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის პირველ დაპირისპირებაში ლუის ენრიკეს გაწვრთნილი პსჟ ვენსან კომპანის მიუნხენის ბაიერნს უმასპინძლებს. ცნობილია გუნდების სასტარტო შემადგენლობები. ცხადია, პარიზული კლუბის სასტარტოში შემადგენლობაში ქართველი ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია ითამაშებს, მასთან ერთად შეტევით ხაზში დემბელესა და დუეს ვიხილავთ.

პსჟ: საფონოვი, მენდეში, პაჩო, მარკინიოი, ჰაკიმი, ნევეში, ვიტნია, ზაირ-ემერი, დუე, დემბელე, კვარაცხელია

ბაიერნი: ნოიერი, სტანისიჩი, უპამეკანო, ტა, დევისი, პავლოვიჩი, კიმიხი, დიასი, მუსიალა, ოლისე, კეინი

კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებულ ბოლო ხუთ მატჩში 5 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი შეასრულა (7 საგოლე მოქმედება). ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ 13 მატჩი ჩაატარა, მის აქტივში 8 გოლი და 5 საგოლე პასია (13 საგოლე მოქმედება).

მატჩი დღეს, 23:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები