ხვიჩა კვარაცხელია, მამუკა ჯუღელი, ბადრი კვარაცხელია
Aa
Aa

ხვიჩა ჯუღელთან აღარ თანამშრომლობს | ბადრი კვარაცხელიას კომენტარი

ბადრი კვარაცხელიამ „კვირის პალიტრასთან“ საუბარში განაცხადა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას მენეჯერი მამუკა ჯუღელი აღარაა. მსოფლიო ფეხბურთის ქართველი ვარსკვლავის მამის განცხადებით, ამ ეტაპზე ხვიჩას მენეჯერი არ ჰყავს, თუმცა შემოთავაზებები ბევრია.

ბადრი კვარაცხელია: „მამუკა ჯუღელი აღარ არის ხვიჩას აგენტი. ეს გადაწყვეტილება ორივე ოჯახმა ერთად, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე მივიღეთ. ხვიჩაც აქ იყო და ერთობლივად გადავწყვიტეთ, თანამშრომლობა დაგვესრულებინა. მამუკა ჯუღელს, როგორც აგენტს, ძალიან მნიშვნელოვანი როლი აქვს ხვიჩას კარიერულ წინსვლაში. მამუკას მადლობა ვუთხარით ყველაფრისთვის, რაც წლების განმავლობაში გააკეთა ხვიჩასთვის, ერთმანეთს წარმატება ვუსურვეთ და დავემშვიდობეთ.

ამ ეტაპზე ხვიჩას აგენტი არ ჰყავს. შემოთავაზებები არის, ბევრს აქვს კვარაცხელიასთან თანამშრომლობის სურვილი და ცხადია, სწორედ ხვიჩა და მისი ოჯახის წევრები გადავწყვეტთ, ვისთან ერთად გააგრძელებს მუშაობას.“

მთელი პროფესიული კარიერის განმავლობაში ხვიჩას მენეჯერი მამუკა ჯუღელი იყო. დაახლოებით ერთი წელია, რაც ჯუღელისა და კვარაცხელიას გზები გაიყო, თუმცა ინფორმაცია ფეხბურთელის მხარემ ახლახან დაადასტურა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
თავქარიანი აგრესორი VS ტოტალური ბალანსი | რა ელის კვარას? (ც9)
თავქარიანი აგრესორი VS ტოტალური ბალანსი | რა ელის კვარას? (ც9)