ლიონელ მესი
Aa
Aa

404 ასისტი - მესიმ პუშკაშის რეკორდი გაიმეორა

„ინტერ მაიამის“ და არგენტინის ნაკრების თავდამსხმელმა, ლიონელ მესიმ, კარიერაში საგოლე გადაცემების რაოდენობით, ფერენც პუშკაშის რეკორდი გაიმეორა.

38 წლის არგენტინელის „ინტერ მაიამი“ MLS-ის პლეიოფის აღმოსავლეთ კონფერენციის ნახევარფინალში, „ცინცინატს“ დაუპირისპირდა(4:0). ლეომ ერთი გოლი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა შეასრულა.

როგორც Marca Opta-ს მონაცემთა ბაზაზე დაყრდნობით იუწყება, მესის ახლა 404 შედეგიანი გადაცემა აქვს 1135 მატჩში, „ბარსელონას“, პსჟ-ს, „ინტერ მაიამისა“ და არგენტინის ნაკრების შემადგენლობაში.

ამ მაჩვენებლით ლიონელი გაუთანაბრდა „რეალის“, უნგრეთისა და ესპანეთის ნაკრებების ყოფილ თავდამსხმელ პუშკაშს. ფეხბურთის ისტორიაში მასზე მეტი ასისტი არავის არ აქვს შესრულებული.

შეგახსენებთ, რომ ლეო MLS-ში 2023 წლიდან თამაშობს. მიმდინარე სეზონში მან 47 მატჩში 43 გოლი გაიტანა და 23 ასისტი მიითვალა.

გეტყვით ასევე, რომ მესი „ბარსელონას“ აღზრდილია და ის კლუბში 2004-დან 2021 წლამდე თამაშობდა. არგენტინელმა „ბლაუგრანას“ შემადგენლობაში 778 მატჩი ჩაატარა, 672 გოლი გაიტანა და 303 ასისტი მიითვალა. გარდა ამისა, მესიმ „ბარსასთან“ ერთად, ესპანეთის ჩემპიონატი 10-ჯერ მოიგო, ჩემპიონთა ლიგა კი 4-ჯერ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ასე გაგრძელება აღარ შეიძლება“ - კიტეიშვილი მარცხმა გააბრაზა
„ასე გაგრძელება აღარ შეიძლება“ - კიტეიშვილი მარცხმა გააბრაზა