იეგოიანის აღიარება - ქართველი ნახევარმცველი მე-13 ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა
ავტორიტეტულმა ნიდერლანდურმა Voetbalprimeur-მა, რომელიც ერედივიზიასთან მჭიდროდ თანამშრომლობს, მე-13 ტურის სიმბოლური თერთმეტეული გამოავლინა. სასიხარულოა, რომ შემადგენლობაში „ექსელსიორის“ ქართველი ნახევარმცველი, ირაკლი იეგოიანიც შეიყვანა.
View this post on Instagram
„ექსელსიორმა“ გასულ ტურში ამსტერდამის „აიაქსი“ სტუმრად 2:1 დაამარცხა. ამ შეხვედრაში იეგოიანი თავის გუნდში გამორჩეული იყო და ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შეფასება დაიმსახურა.
იეგოიანის სტატისტიკა ასეთი იყო:
- ბურთთან 53 შეხება
- 34-დან 31 ზუსტი პასი
- 3-დან 3 ზუსტი გრძელი პასი
- 4-დან 2 წარმატებული დრიბლინგი
- 4 ართმევა
- 1 განმუხტული სახიფათო მდგომარეობა
- 10-დან 6 მოგებული პოზიციური დუელი
- 1 მოგებული საჰაერო დუელი.
ნიდერლანდების ჩემპიონატში იეგოიანმა ზედიზედ 11 მატჩში მიიღო მონაწილეობა, ყველა სასტარტოდან დაიწყო და მხოლოდ ორ მატჩში შეცვალეს (სადებიუტო მატჩში 71-ე წუთზე გაიყვანეს და მე-9 ტურში „სიტარდთან“, როცა საგოლე პასი შეასრულა, 81-ე წუთზე დატოვა მინდორი). 9 მატჩი სასტარტოში შეუცვლელად ჩაატარა, რაც ნიშნავს, რომ კარგ ფიზიკურ ფორმაშია. დაცვასა და შეტევაში დიდ სამუშაოს ასრულებს. 11 მატჩში მის აქტივში 1 გოლი და 2 საგოლე პასია.
13 ტურის შემდეგ „აიაქსმა“ 20 ქულა დააგროვა და ამ მომენტისთვის, როცა ჯერ ტური არ დასრულებულა, მე-4 ადგილზეა. 18-გუნდიან ლიგაში „ექსელსიორი“ 13 ქულით მე-14 ადგილზეა. მომდევნო ტურში, 29 ნოემბერს, „ბრედას“ მიიღებს.