დაიო უპამეკანო
Aa
Aa

პსჟ უპამეკანოს დამატებას განიხილავს | პლეტენბერგი

„პარი სენ-ჟერმენს“ შემადგენლობის დაიო უპამეკანოთი შევსება სურს.

როგორც ცნობილი ინსაიდერი, ფლორიან პლეტენბერგი იუწყება, პარიზელები სერიოზულად არიან განწყობილნი, რათა „ბაიერნის“ მცველი თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიმატონ.

ფრანგი უკვე ესაუბრა ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულების წარმომადგენლებს, ასევე შედგა საუბარი „რეალთანაც“.

„ბაიერნი“ ჯერ კიდევ იმედოვნებს, რომ უპამეკანოსთან კონტრაქტს მინიმუმ 2030 წლამდე გაახანგრძლივებს, თუმცა მხარეებს შორის უთანხმოებაა გამოსყიდვის თანხის თაობაზე.

შეგახსნებთ, რომ დაიომ ამ სეზონში 16 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა. გეტყვით ასევე, რომ Transfermarkt-ზე უპამეკანოს საბაზრო ღირებულება 60 მილიონი ევროა. ის „ბაიერნის“ ღირსებას 2021 წლიდან იცავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლუის ენრიკეს ახალი შემტევი ტრიო | Le Parisien-ი ტოტენჰემთან მატჩზე წერს
ლუის ენრიკეს ახალი შემტევი ტრიო | Le Parisien-ი ტოტენჰემთან მატჩზე წერს