რენი, ზურიკო დავითაშვილი, სენტ-ეტიენი
Aa
Aa

რენს ახალი სპორტული დირექტორი ჰყავს - მისი სამიზნე ზურიკოა

ბოლო ინფორმაციით, ზურიკო დავითაშვილის ბეშიქთაშში გადასვლის საკითხი ამოწურულია. ამის მიზეზი სატრანსფერო ღირებულებაა. თურქული მედიის ინფორმაციით, სენტ-ეტიენმა ქართველის სანაცვლოდ 20 მილიონი ევრო მოითხოვა.

დავითაშვილის მომავლის შესახებ სიახლეები არ წყდება. ამჯერად, ფრანგული ავტორიტეტული გამოცემა L’equipe გვამცნობს, რომ მისი გადაბირება კიდევ ერთ ფრანგულ გუნდს სურს.

საუბარი რენზეა, რომელმაც გასული სეზონი ჩააგდო და მაღალი მიზნებისთვის ვერ იბრძოლა. რენს ახალი სპორტული დირექტორი ლოიკ დეზირე ჰყავს, რომელიც მნიშვნელოვანი ტრანსფერების განხორციელებას ცდილობს. ერთ-ერთ სამიზნე კი სწორედ დავითაშვილია. ჯერჯერობით უცნობია თავად ქართველი ფეხბურთელის სურვილი, სურს თუ არა მას რენში გადაბარგება.

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში სენტ-ეტიენი საფრანგეთის ლიგა 1-დან გავარდა, ხოლო ზურიკოს კალიბრის ფეხბურთელის შენარჩუნება საკმაოდ რთული იქნება.

ასევე შეგახსენებთ, ჯვაროსნების შემტევმა გასულ სეზონში, ყველა ტურნირზე ერთად 34 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 9 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კაშია სლოვანში რჩება? კაპიტანმა გუნდთან ერთად შეკრება დაიწყო
კაშია სლოვანში რჩება? კაპიტანმა გუნდთან ერთად შეკრება დაიწყო