U21 | პორტუგალია 1/4-ფინალში 10-კაციან ნიდერლანდებთან დამარცხდა
Aa
Aa

U21 | პორტუგალია 1/4-ფინალში 10-კაციან ნიდერლანდებთან დამარცხდა

ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატის მეოთხედფინალში პორტუგალია, რომელმაც საქართველოს ჯგუფურ ეტაპზე მოუგო, ნიდერლანდებთან უმძიმეს ბრძოლაში 0:1 დამარცხდა.

ერთადერთი გოლი შეხვედრის 84-ე წუთზე პოკუმ გაიტანა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ნიდერლანდები 21-ე წუთზე 10 ფეხბურთელით დარჩნენ. მსაჯმა მოედნიდან ვან ბომელი გააძევა.

31-ე წუთზე პორტუგალიელთა სასარგებლოდ პენალტი დაინიშნა. ბურთთან ქუენდა მივიდა, რომელმაც ბოძებული შანსი ვერ გამოიყენა.

შეგახსენებთ, რომ ნიდერლანდები პირველი ნაკრებია, რომელიც ნახევარფინალში გავიდა. სხვა წყვილები კი ასეთია:

ესპანეთი VS ინგლისი, გერმანია VS იტალია, დანია VS საფრანგეთი. შეგახსენებთ იმასაც, რომ რამაზ სვანაძის გუნდს ჯგუფიდან გასასვლელად რამდენიმე წუთი დააკლდა.

ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში საქართველო 84-ე წუთისთვის საფრანგეთს 2:1-ს უგებდა, თუმცა საბოლოოდ დამარცხდა. გამარჯვების მომტანი გოლი 102-ე წუთზე ბერიმ გაიტანა.

ცნობისთვის, აღნიშნულ დაპირისპირებას ქართველი არბიტრები უძღვებოდნენ. საუბარი გოგა კიკაჩეიშვილზე, დავით გაბისონიაზე და დავით ახვლედიანზეა. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რუდიგერი დაბრუნდა - მბაპე და კარვახალი პაჩუკასთან გამოირიცხა
რუდიგერი დაბრუნდა - მბაპე და კარვახალი პაჩუკასთან გამოირიცხა