რუდიგერი დაბრუნდა - მბაპე და კარვახალი პაჩუკასთან გამოირიცხა
მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში მადრიდის რეალი პაჩუკას დაუპირისპირდება.
მადრიდული მედია მოახლოებულ მატჩთან დაკავშირებით, უახლეს ცნობებს ავრცელებს. ვიგებთ, რომ ჩაბი ალონსოს განკარგულებაში ანტონიო რუდიგერი იქნება, რომელიც გასულ სეზონში არსენალთან მატჩში დაშავდა და მას შემდეგ, მოედანზე აღარ გასულა. გერმანელმა უკანახაზელმა ტრავმა მთლიანად მოიშუშა.
ესპანელი სპეციალისტის განკარგულებაში კვლავ ვერ იქნება კილიან მბაპე. ფრანგი სუპერვარსკვლავი შარლოტში გუნდთან ერთად არ გაემგზავრა. ის კვლავ მკურნალობის პროცესს გადის.
ასევე გამორიცხულია დანი კარვახალის შარლოტში გამგზავრება. ესპანელი უკანახაზელი კვლავ არ არის ოპტიმალურ ფორმაში და მისი თამაში ახლა რისკია.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის პირველ ტურში რეალი ალ ჰილალს დაუპირისპირდა. შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა.
ახლა ბლანკოსს ჯგუფიდან გასასვლელად აუცილებლად მოგება სჭირდება. შეგახსენებთ იმასაც, რომ რეალი და პაჩუკა ერთმანეთს 2024 წელს კონტინენტთაშორის თასის ფინალში შეხვდნენ და რეალმა 3:0 მოიგო. ამ გუნდების მომავალი დაპირისპირება 22 ივნისით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.