ლევან საგინაშვილი
Aa
Aa

გასპარინი გაანადგურა - საგინაშვილმა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული დაიცვა

ჩიკაგოში, მკლავჭიდში East West 18-ის ღონიშძიება გაიმართა, სადაც ქართველმა ჰალკმა, ლევან საგინაშვილმა სუპერმძიმე წონით კატეგორიის მსოფლიო ჩემპიონის ტიტული დაიცვა.

ქართველი მკლავჭიდელი მისთვის კარგად ნაცნობ იტალიელ ერმეს გასპარინის დაუპირისპირდა და სრული უპირატესობით 5:0 გაანადგურა. აღსანიშნავია, რომ საგინაშვილმა გასპარინის კარიერაში მეორედ შეხვდა და მისი დამარცხება მეორედ შეძლო.

ლევანმა მეტოქეს აბსოლუტურად ყველა რაუნდში აჯობა და გამარჯვებულის ვინაობაზე კითხვის ნიშანიც კი არ გაჩენილა.

შეგახსენებთ, რომ ქართველი ჰალკი მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს პირველად 2024 წელს დაეუფლა, როდესაც დევონ ლარატი დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები