საფრანგეთი პირველი საფეხბურთო Pride ტურნირის ჩატარებას გეგმავს
ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლაში ფრანგული ფეხბურთი ცდილობს თავისი ძალისხმევა გაიღოს და პროცესები დააჩქაროს, რისთვისაც ქმედით ნაბიჯებს დგამენ და ისტორიაში პირველი Pride ტურნირის ჩატარებას გეგმავენ.
საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის (FFF) გენერალური დირექტორი ჟან ფრანსუა ვილო ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს.
„ჩვენ ყველაფერს კარგად ვერ გავაკეთებთ, მაგრამ რაღაცის უკეთესად გაკეთება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეგვიძლია, თუ ერთმანეთს მოვუსმენთ. ეს ტურნირი „შუშის ერს“ დაამსხვრევს. ათწლეულების განმავლობაში ლგბტ თემის წარმომადგენლებს ცუდად ეპყრობოდნენ, მათ მიმართ აპათია იყო. FFF-სთვის სამარცხვინო იქნება, თუ ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად არაფერს გააკეთებს.
მერწმუნეთ, ეს ტურნირი დროის ფუჭად კარგვა არ იქნება“.
Leparisien-ის ცნობით, პირველი საფეხბურთო Pride ტურნირის ჩატარება 2026 წლისთვის იგეგმება.
აქვე გეტყვით, რომ ნიდერლანდებისა და ინგლისის მსგავსად, საფრანგეთის ლიგა 1-ში ცისარტყელის ფერი კაპიტნის სამკლავურებით თამაში მიღებულია (ასევე ამავე ფერებში აწერენ ნომრებს მაისურებზე), თუმცა რიგი ფეხბურთელები ამაში მონაწილეობას არ იღებენ და პროტესტის სხვადასხვა გზას მიმართავენ.