პსჟ-ს სერუ გირასის ყიდვა სურს
„პარი სენ-ჟერმენს“ „დორტმუნდის“ 29 წლის ფორვარდის, სერუ გირასის ყიდვა სურს.
როგორც Bild-ი წერს, პარიზელების მთავარი მწვრთნელი, ლუის ენრიკე გვინეელ ფეხბურთელს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, პრიორიტეტულ სამიზნედ მოიაზრებს.
გამოცემის ინფორმაციით, გირასის კონტრაქტი 70 მილიონი ევროს ოდენობის გამოსასყიდს ითვალისწინებს, თუმცა მხოლოდ რამდენიმე კლუბისთვის. ესენია: „რეალი“, „ბარსელონა“, „მანჩესტერ იუნაიტედი“, „მანჩესტერ სიტი“, „ლივერპული“, „ჩელსი“ და „არსენალი“.
თავად გირასი ტრანსფერს არ მოითხოვს და მზად არის „დორტმუნდში“ დარჩეს, სადაც ის „შტუტგარტიდან“ გასულ ზაფხულს გადავიდა.
მიმდინარე სეზონში სერუმ 44 მატჩი ჩაატარა, 33 გოლი გაიტანა და 6 ასისტი მიითვალა. Transfermarkt-ზე მისი საბაზრო ღირებულება 40 მილიონი ევროა.