“მადლობა, ვისაც ჩემი სჯეროდა“ - პოგბამ მონაკო დატოვა
გაუთავებელი ტრავმების გამო პოლ პოგბასა და მონაკოს შორის, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, კონტრაქტი ნაადრევად გაწყდა. 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონი თავისუფალი აგენტია.
ფრანგული კლუბის ვებ-გვერდზე პოგბას ოფიციალურ განცხადებას ვხვდებით.
პოგბა:
მინდა მადლობა გადავუხადო პრეზიდენტსა და კლუბის ხელმძღვანელობას, ჩემს თანაგუნდელებს, სამწვრთნელო შტაბის თითოეულ წევრს და ყველა იმ გულშემატკივარს, ვისაც ჩემი სჯეროდა.
ამ კლუბისა წარმომადგენლობა ჩემთვის დაუვიწყარი გამოცდილება იყო. „მონაკო“ შესანიშნავი კლუბია და, მიუხედავად იმისა, რომ იმდენი მატჩის ჩატარების შესაძლებლობა არ მომეცა, რამდენსაც ვიმედოვნებდი, ყოველთვის მადლიერი ვიქნები იმისთვის, რომ ამ გუნდის მაისურის ტარების შესაძლებლობა მქონდა.“
ცნობისთვის, 18-თვიანი დისკვალიფიკაციის ამოწურვის შემდეგ, პოლმა მონაკოს მაისური ყველა ტურნირზე ერთად მხოლოდ 6-ჯერ მოირგო და ძირითად შემადგენლობაში ერთხელ ითამაშა. ჯამში პოგბამ მოედანზე 115 წუთი გაატარა. ჯერჯერობით უცნობია სად გააგრძელებს ფრანგი ნახევარმცველი კარიერას.