შესაძლოა, მაროკოელი იდეალურად შეცვალოს | ინგლისური გამოცემა ჩაკვეტაძეზე
Football league world-ი გიორგი ჩაკვეტაძის შესაძლო ტრანსფერზე წერს. ძალიან კარგი სეზონი ჰქონდა, სისწრაფისა და ტექნიკის ხარჯზე მეტოქის მცველებს ბევრ პრობლემას უქმნიდა. ჩაკვეტაძის კარგმა თამაშა მის მიმართ „ლესტერისა’’ და „ვულვზის’’ ინტერესი განაპირობა.
გამოცემის ცნობით, ქართველი ფეხბურთელი შესაძლოა ბილალ ელ ხანუსის იდეალური შემცველელი იყოს. „ლესტერის’’ მაროკოელი შემტევის მიმართ ინტერესს ლონდონის „არსენალი’’ და „ლიონი’’ იჩენენ.
ჩაკვეტაძე 29 აგვისტოს 26 წლის გახდება. მის კარიერაში მნიშვნელოვანი მომენტი დგება. ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას კლუბები იაქტიურებენ და შესაძლოა ზაფხულში პრემიერ ლიგის ან ტოპ 5 ლიგის რომელიმე კლუბში ვიხილოთ.
2024-25 წლების სეზონში გიორგი ჩაკვეტაძემ ჩემპიონშიფისა და თასის მატჩების ჩათვლით 41 მატჩი ჩაატარა. კარიერაში ერთ სეზონში ამდენად ბევრ შეხვედრაში არასდროს უთამაშია. ჩემპიონშიფის ამ სეზონში მოედანზე 3292 წუთი გაატარა, რაც ასევე მისი კარიერის საუკეთესო შედეგია.
თითქოს ტრავმებს თავი საბოლოოდ დააღწია, თუმცა აპრილის დასაწყისში მიღებული ტრავმის გამო სეზონი ნაადრევად დაასრულა. ივნისის სანაკრებო მატჩებსაც გამოტოვებს და მინდორს შემდეგ სეზონში დაუბრუნდება.